...და შენ მოგწონს დიმ.ჯი?
აბდაუბდა

PINOCIO

ყვალამ ცხვირი დაიმოკლოს

არა, ეს ის თოჯინა ნამდვილად არ გახლავთ ჯეპეტომ, რომ გამოთალა ხის ნაფოტისგან. ამ უკანასკნელს ჩემს პოსტთან მხოლოდ მისი უნიკალური ცხვირი აკავშირებს…

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა . . .

სოციალური @ლეობა

ბევრი ცუდისა თუ კარგისა, დადებითის და უარყოფითის ჩემთვის მაინც @ლეობად რჩება ეს ყველაფერი.
ვირტუალური თაობა, უქმად დაკარგული დრო, არანორმალურობა, უცნობი, გონებაში წარმოსახული ხალხი, დანგრეული ოჯახები, დაშორებული წყვილები, სექსი კლავიატურით, გამოკეტვა სახლში, ფსიქიკური აშლილობა, უყურადღებობა და კიდევ 1001  რამ, რის გამოც “ცუკერბერგულად” მე Unlike – ს ვუცხადებ ამ ყველაფერს.

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა . . .

Verbatim New Game.

კომპანია Verbatim, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა ტიპის მეხსიერების მოდულებს (CD/DVD/RW flash drive, hard drive და ა.შ) შემოგვთავაზა,  საკმაოდ სახალისო Fლეშ თამაში. შედიხართ Verbatim – ის ვებ-საიტზე, სხვადასხვა ტიპის Fლეშ ბარათებისგან ქმნით საკუთარ მონსტრს, არქმევთ სახელს და ეომებით ამავე ტიპის სხვა მონსტრებს. გამარჯვების შემთხვევაში თქვენი რეიტინგი იზრდება მეხსიერებით (GB.TB.)
საკმაოდ სახალისო თამაშია, მე პირადათ კარგად გავერთე :-)

კონფილიქტები ONLINE – ში.

თურმე ძველი ბიჭები ONLINE – შიც ყოფილან.
თავშეყრის, ბირჯის ადგილები (სადარბაზო, [პადიეზდი], სკვერი, ახლობლის მირეული ბინა [ბაითი], Skype – ის კონფერენციებმა, одноклассники - ის груп – ებმა  და facebook – ის  ჯგუფებმა შეცვალა.
შარს აქაც უნდა ერიდო.
განსხვავება ის არის, რომ აქ ხელით ვერავინ შეგეხება, მთავარი მარჯვე თითები და მოხერხებული კლავიატურაა.
ისევე, როგორც ქუჩაში ონლაინშიც ათასი ყლე – ა.

აქ სტატუს – ს თავად ქმნი.
არც მეგობრობაზე გეტყვის ვინმე უარს და არც – ეე მაგასთან როგორ მეგობრობ.
ქუჩაში მეგობრებს არ ითვლიდი, აქ პროგრამა დაგითვლის თავად.
ადრე მეგობარს ურეკავდი (გამოდი რა ვიჩხუბე.) ეხლა მეგობრის თანადგომა ინტერნეტში გჭირდება.
ადრე ამბობდი - აუ ხელი როგორ დამარტყა? “ტო” ეხლა - აუ როგორ დამაიგნორა?
ადრე ამბობდი “სადაც დაგიჭერ…” დღეს – დაიცა შენი IP გავიგო ‘ოო’.
ადრე ობშიაკს აგროვებდი, დღეს – Emoney – ზე ჩაგირიცხავენ.
ადრე ხელებით ბაზრობდი, დღეს – სმაილების ფართო არჩევანი გაქვს.
ადრე რჩევას “ვზროსლებს” ეკითხებოდი, დღეს Google – ში დაSearchავ.
ადრე იარაღით დადიოდი, დღეს – Lep-top – ით.
ადრე არ ვიცი ვინ იყავი, დღეს მაგარი &ლე ხარ.
ეს იმათ ვისაც, ქუჩა – ინტერნეტისგან, რეალური სამყარო – ვირტუალურისგან და ევრო – მანეთისგან ვერ  გაურჩევია.

ამ პოსტს ზოგადად ვწერ, კონკრეტული შემთხვევების გამო.
ვინც რომელიმე შედარებაში საკუთარ თავს აღმოაჩენს ნუ გაბრაზდება, ჯობია შეცდომის გამოსწორებაზე იფიქროს.
ჰოდა მსგავსი სიტუაციების გამო სკაიპში რეფორმები გავატარე და კონტაკტების დიდი ნაწილი Delete – ს გავატანე.
facebook – ზეც იგივეს ვაპირებ პროფილის დაბლოკვითურთ.
რაც შეეხება одноклассники რუს (ები) წყალსაც წაუღია.

პირველი/FiRST/ПЕРВЫЙ

უკვე იმდენჯერ ავაწყვე და დავშალე ბლოგი, რომ Localhost – ი WordPress – ის ძრავზე Error – ს მიგდებდა.
არასდროს ვფიქრობდი კონტენტის შევსებაზე, მხოლოდ ვიზუალური და ტექნიკური მხარე მაინტერესებდა.
ავაწყობდი, გავმართავდი და ყველა სურვილი იქვე კვდებოდა. დომენი თითქმის წელიწადია რაც მაქვს. ერთხანს დავჰოსტე კიდეც ავტვირთე, გავმართე და მერე ისევ Recycle Bin – ში მივუჩინე ადგილი. აი ასე, უცნაური და ცვალებადი ხასიათის პატრონი ვარ. თუმცა წერა ყოველთვის მიყვარდა და რაც ბლოგების შესახებ გავიგე, მას მერე იდეაში მქონდა მეც გამეკეთებინა ჩემი საკუთარი. ჰოდა, როგორც, გითხარით უკვე ბევრჯერ მოვკალი გამართული ბლოგი Ctrl+a და Shift+Delete კლავიშების კომბინაციით. ჰო, მაზოხისტობაა ბეჯითი რედიზაინის მერე მსგავსი ქმედება, მაგრამ არა უშავს, მთავარია დღეს ბნელმა აზრმა აღარ გამიელვა თავში და აი წერაზეც გადავედი.
ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს რაზე დავწერ. მიხარია, რომ დიდი ბარიერი გადავლახე და ფრთები შევასხი ჩემს ბლოგს ონლაინში გასაფრენად. იმედი მაქვს, ამჯერად აღარ აიხდება მისთვის ურნა სახელად Recycle Bin – ი.

ამიტომ სანამ რამეს დააპირებთ ქმედებამდე კარგად დაფიქრდით.