ეს ის გოგოა, რომელზეც ყველა ბიჭი თუ არა მათი უმრავლესობა ოცნებობს. დიახ, სწორად გაიგეთ “ოცნებობს”. ვინაიდან და რადგანაც ქვეყანაზე იდეალური თითქმის არაფერი არსებობს, მითუმეტეს ამ უსულო საუკუნეში, იდეალური გოგოს იდიალიც იდეად რჩება და ოცნებას ალამაზებს… თუმცა ხშირად არის მომენტები, როცა გგონია, რომ შენ ის გოგო იპოვნე, რომელიც შენთვის მართლაც იდეალურია, ოცნება რეალობად აქციე და ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხარ, “ასე ხომ ყველას არ უმართლებს?.” მერე, მცირე იმედ გაცრუებაც კი საკმარისია, რომ ისევ შენს იდეალურ ოცნებას დაუბრუნდე…
ბევვრს აღარ მოვყვები, ვიდრე იდეალურ გოგოზე მეოცნებე ბიჭივით მეც დამიკარგავს
ჩემი პოსტის დასრულების იმედი…
ჩანაწერი

დღეს ისევ შემოვიხედე ჩემს ბლოგზე და შემოვრჩი. აი სწორედ ისე, სადმე გავლით დიდი ხნის უნახავი მეგობარი, რომ გაგახსენდება და იტყვი – ბარემ აქ ვარ და შევუვლიო. (10 წუთით, დიდხანს არ გავჩერდები).
შენ თუ ის დიდხანს არ გინახავს რა გამოდის? არც მას უნახიხარ, ისევე ხანგრძლივი დროით რამდენითაც შენ ის. ჰოდა ამასობაში შენი ათიოდე წუთი რამდენად შეიძლება გიმრავლდეს ვინ მოთვლის [?] “ორი დიდი ხნის უნახავი მეგობარი ბჭობდა, საათის ისარი კი წიკ-წიკებდა-ო”. იქ კოცნა-პროშნა, მოკითხვები, წარსულის არქივში გადახედვა, სიახლეების მიმოხილვა, ახალი გეგმები და იდეები, დაკარგვის მიზეზების სიმბოლური განხილვა, შემდგომში სუფრაც გაიშლება – აქა მშვიდობა, სადღეგრძელოების დანომრილი სია, ქართული განსხვავებული ჭურჭელი, აბა სიცოცხლეს გაუმარჯოს, აპ-აპ წარსულებზე არ ვჩერდებით და ბოლოს “ვიფიქრე ათი წუთით შევუვლი თქო”.

ეს ამბავი იქით იყოს და დღეს მინდა ახალი კატეგორია შევმატო ჩემს ბლოგს. კატეგორია სახელად “პოეზია“.
დიდხანს ვიმარჩიელე სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, იმის თაობაზე დამემატებინა თუ არა, ჩემი ლექსის მაგვარი ლექსები ბლოგზე. ბოლოს ვთქვი – კი.
დღეს ერთ-ერთ მათგანს შემოგთავაზებთ ჩემს წინამოლექსე პოსტში.
* * *
ძალზედ მენატრები,
სულ შენ მელანდები,
ჩემში მეორდები
ისევ გელოდები,
ჩუმად გეფერები,
ღამით მესიზმრები,
რატომ ვერ გივიწყებ?
სულ, რომ მენატრები.
[დ.ბ]
საკუთარი პორტრეტი არასდროს მინახავს… არც ჩემს წარმოსახვაში გამიფიქრებია ოდესმე, როგორი შეიძლება იყოს ის.
ისე, რა საოცარი ხელები აქვთ მხატვრებს, შორიდან თუ დააკვირდები მათი ხელის მოძრაობას თითქოს ისინი რაღაც მონახაზებს აკეთებენ, დრო და დრო ჩერდებიან და ისევ აგრძელებენ. არ ვიცი, ჩემი თავი ფანქრით ფურცელზე გადატანილი რამდენად მგავს, მაგრამ კარგი ვინმეა… საერთოდ, ფოტოში პიქსელი არ მიმართლებს, მაგრამ ფანქარმა მგონი უკეთესი შედეგი აჩვენა.
დღეს, მთაწმინდის პარკში, მე და გვანცამ, ადრე ნათქვამი ჩანაფიქრი განვახორციელეთ და იქ მყოფ სასიამოვნო გარეგნობის მოხუც მხატვარს მივაკითხეთ, გვინდოდა ერთ ფურცელზე ორივე ერთად “დავეკოპირებინეთ”, მაგრამ მან ჩვენი დახატვა რატომღაც ცალ-ცალკე მოისურვა – ასე ჯობიაო. თუმცა მის აზრს რა თქმა უნდა არ დავეთანხმეთ. მერე ღიმილით კითხვა შემოგვაგება – რატომ გინდათ რომ ერთად დაგხატოთ? ჩვენც უბრალოთ, ღიმილით ვუპასუხეთ.
მოკლედ საქმეს შეუდგა. ფურცელი ჰორიზონტალურად მიამაგრა თავის მოლბერტზე, ადგილი შეარჩია და მზად ყოფნა გამოგვიცხადა. პირველად გვანცაზე გააკეთა არჩევანი და დასახატად მიიხმო, მერე გადაიფიქრა და მე მომიწია მის ობიექტივში პირველს დადგომა. რამოდენიმე მითითება მომცა – ცოტა ესე, ცოტა ისე, თავი ზემოთ, მარცხნივ, თვალებში მიყურე… ბოლოს როგორც იქნა, შეეხო შავი ფანქრის წვერი ბამბის ქულასავით თეთრ ფურცელს და ახმაურდა… ცოტა უხერხულად ვგრძნობდი ძეგლის ფორმაში მდგომი თავს. თან სული მელეოდა… როდის ვნახავდი შედეგს. “დრო დროზე ჩქარა მიქროდა”-ო, ჰოდა, აი, დაასრულა კიდეც და ვიხილე ჩემი პორტრეტი. მე აქედან ვუყურებდი მას, ის კი ფურცლის სიღრმიდან მიმზერდა მე, თითქოს მსგავსება აღმოგვეჩინა ერთმანეთში. ეხლა გვანცას რიგია, მოხუცმა მხატვარმა უნდა მომიხატოს გვერდით. სანამ გვანცა მოთმინებით იტანდა გაშეშებული დგომას, მე დაკვირვრბით ვადევნებდი თვალს მხატვრის ჯადოსნურ ხელს და ფანქრის მოძრაობას… როგორ ქმნიდა ნაცნობ სახეს ჩემს გვერდით…



