მაშინაც სწორედ ფიფქებად თოვდა,
ათას ფიფქს შორის ვიდექი მარტო,
თავნება ფიფქებს ვეკითხებოდი,
რად მიმატოვა მე ჩემმა სატრფომ?
თოვდა უღმერთოდ მციოდა მარტოს,
მენატრებოდა შენში ზაფხული
და შენი კოცნა მე, რომ გამალღვობს.
მაშინაც სწორედ ფიფქებად თოვდა,
ათას ფიფქს შორის ვიდექით ორნი,
ტუჩზე ფიფქებად დამადნა კოცნა
და სიმარტოვის დადგა სურნელი…
[დ.ბ]


