მინდა, რომ ვიყო მე მწიფე მარწყვი.
ბაზრად მიყიდო წამიღო სახლში
და მომათავსო შენს დიდ ლანგარზე
შენი თითები ნაზი მშაქრავდნენ
გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა . . .
მაშინაც სწორედ ფიფქებად თოვდა,
ათას ფიფქს შორის ვიდექი მარტო,
თავნება ფიფქებს ვეკითხებოდი,
რად მიმატოვა მე ჩემმა სატრფომ?
თოვდა უღმერთოდ მციოდა მარტოს,
მენატრებოდა შენში ზაფხული
და შენი კოცნა მე, რომ გამალღვობს.
მაშინაც სწორედ ფიფქებად თოვდა,
ათას ფიფქს შორის ვიდექით ორნი,
ტუჩზე ფიფქებად დამადნა კოცნა
და სიმარტოვის დადგა სურნელი…
[დ.ბ]
მოდი ცოტაც დავლიოთ
და შევიხსნათ ღილები,
მინდა მოგეალერსო,
არ დამისვა კითხვები,
შენი გიშრის თვალები,
მზერა დიდხანს ნანატრი,
გიყურებ და მაოცებ…
რა ფუნჯით ხარ ნახატი?
ეგ ტუჩები ნოტიო,
შებრაწული ლოყები,
ნოსტალგიად დამრჩება,
ხან სიზმარშიც მოველი.
მოდი ბოლოც დავლიოთ
და შევიკრათ ღილები,
დროა დამშვიდობების,
არ ღირს დასმა კითხვების…
ნაფას, ნაფას გამორტყმული,
სტრიქონები, აბზაცები…
მუზა ბახუს მორეული,
ხელით კალამს ვეტანები…
თეთრ ფურცელზე ავრევ რითმებს,
ლექსად დავწერ შენზე ფიქრებს…
მერე რა, რომ არ მაქვს ნიჭი.
და უაზრო ლექსებს გიძღვნი…
[დ.ბ]
მენატრება სისხამ დილით ადრე,
დაუგველი გაჩერება შენი…
შენს ქუჩაზე მზით გამთბარი კიბე,
მზერა ლოდინს შეჩვეული ჩემი…
არა, ეს ის თოჯინა ნამდვილად არ გახლავთ ჯეპეტომ, რომ გამოთალა ხის ნაფოტისგან. ამ უკანასკნელს ჩემს პოსტთან მხოლოდ მისი უნიკალური ცხვირი აკავშირებს…
იჯდა, ტიროდა ნდობა…
მას აღარ ჰქონდა ფასი,
იქცა ტყუილის მსხვერპლად,
დაეცა ხალხის თვალში…
გვერდით სიცრუე ეჯდა,
თვითკმაყოფილი სახით,
პირზე ღიმილი ეკრა,
ფლიდი, პირფერი ნაკვთით.
ამ ყველაფერმა შექმნა,
ერთი თვისება ავი,
მას უნდობლობა ერქვა,
ერი დათრგუნა განცდით.
იჯდა, ტიროდა ნდობა…
მას აღარ ჰქონდა ფასი,
გვერდით სიცრუე ეჯდა,
თვითკმაყოფილი სახით…
[დ.ბ]
როცა ეჭვები ბადებენ ფიქრებს,
როცა გონება გიბიძგებს რისკენ?
როცა გული გთხოვს დარჩენას მასთან,
როცა ცრემლები გისველებს წამწამს.
მაშინ სიგიჟე გაგიხსნის ფარდას,
მაშინ აფექტი იწყებს შენს მართვას,
მაშინ გევსება გული დარდებით,
მაშინ ცრემლების ზღვაში ვარდები.
მერე ახალი იწყება დილა,
მერე ფიქრები გტოვებენ მშვიდათ,
მერე ეჭვებიც ქრებიან სადღაც,
მერე იღვიძებ, ხვდები, რომ მზად ხარ.
ისევ სიახლე, ამბები კარგი,
ისევ გიმართლებს, ივიწყებ აპრილს,
ისევ გევსება გული ხალისით,
ისევ მოელი ის კი დაგიცდის.
[დ.ბ]





